23 მაის კინო ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო დრამა ,,მე მქვია სემი"
სემის გოგნებრივი განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩერდა, მაგრამ ის შეძლების დაგვარად ცდილობს საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს, მას ყავს ქალიშვილი რომელსაც თვდ ზრდის. მაგრამ გადის შვიდი წელი, და ლუსი მამაზე ჭკვიანი ხდება რაც აიძულებს სოციალურ მუშაკებს სასმართლოზე ბავშვის ჩამორთმევის საკითხი დასვან
16 მაის ნაჩევენბი იყო კრიმინალური დრამა ,,ერინ ბროკოვიჩი
ერინ ბროკოვიჩი ორჯერ განათხოვარი, მარტოხელა დედაა სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში. მაგრამ თავის თავში დარწმუნებული ლამაზმანისთვის, რომელიც იმას ამბობს რასაც ფიქრობს, საკმარისია ერთი პატარა შანსიც კი იმისათვის, რომ კარდინალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება. ერინს დასჭირდება უზარმაზარი გამბედაობა, იმისათვის რომ საუკუნის უმნიშვნელოვანესი საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
2 მაის ნაჩვენები იყო 1957 წელს გადაღებული კრიმინალური დრამა ,, 12 განრისხებული მამაკაცი"
ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო დისკუსია
25 აპრილს ნაჩვენები იყო კრიმინალური, მისტიკა,დრამა ,,ნუ მოკლავ ჯაფარას"
ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში.ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანი მიხედვით.
18 აპრილს ნაჩვენები იყო ისტორიული დრამა ,,გენდერული
დისკრიმინაცია"
ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში.
11 აპრილს ნაჩვენები იყო დრამა
"შეცვლა"- სამი კვირის განმავლობაში, კოლეჯის ადმინისტრაციის,სტუდენტებისა და მასწავლებლების ცხოვრებას ერთერთი მასწავლებლის- ჰენრი ბართსის თვალით დანახულს გვიჩვენებს. ის დიდხანს ერთ ადგილას ვერ ჩერდება და როდესაც მორიგ სკოლაში გააგზავნიან,სამი სხვადასხვა ქალის დახმარებით, ის ცდილობს სასტიკ სამყაროში მშვენიერება იპოვნოს.
4 აპრილს ნაჩვენები იყო დრამა ,,ასმა"
ქალი, რომელიც იტანჯება შიდსით გადაწყვეტს არ დანებდეს ფატალურად ავადმყოფობას. ის ძალას მოიკრებს და დიდი ძალისხმევით ცდილობს გამოჯანმრთელებას იმათი დახმარებით, ვინც მსგავსი დაავადებით იტანჯება. ის მათაც იმედის ნაპერწკალს გაუღვივებს.
28 მარტს ნაჩვენები იყო
ბიოგრაფიული ფილმი აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის შესახებ, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ჩრდილოეთელების გამარჯვებაში სამოქალაქო ომის დროს
21 მარტს კინოჩვენებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ,,კუდის ქიცინი"
საზოგადოების ყურადღება სექსუალური სკანდალისგან ასარიდებლად, რომელიც აშშ–ს პრეზიდენტს
უკავშირდება, სასწრაფოთ იძახებენ სპეციალისტს არაშტატური სიტუზციებში კონარდ ბრინს. ბრინი გადაწყვეტს პატარა ომის ინსცენირებას და, თავის რიგში, მიიწვევს ცნობილ ჰოლივუდის პროდიუსერს სტენლი მოტს. ერთად ისინი მსოფლიო მაშტაბის შოუს მოაწყობენ! აი, ვერ შეძლო სტენლი მოტსმა ეს იშვიათი შანსი ხელიდან გაეშვა თავისი პროფესიონალური ამბიციწების დასაკმაყოფილებლად!
14 მარტს კინოჩვენებაზე ნაჩვენები იყო ,,ტალღა"
გერმანია. ჩვენი დრო. გიმნაზიის მასწავლებელი რაინერ ვენჯერი გადაწყვეტს არაჩვეულებრივი ექსპერიმენტის ჩატარებას იმისათვის, რომ დაუმტკიცოს თავის მოსწავლეებს რას ნიშნავს დიქტატურის ქვეშ იცხოვრო. ზუსტად ერთი კვირით ნაცისტების ტერორი და სასტიკი დისციპლინა სკოლის კედლებში გაცოცხლდება. ძალიან მალე ეს ჩანაფიქრი კონტროლიდან გამოვა და საშინელ შედეგებს მოიტანს.
7 მარტი ნაჩვენები იყო 1943 წელს გადარებული ფილმი ,,ეს ჩემი მიწაა"
სკოლის სასიამოვნოდ მოსაუბრე მასწავლებელი ცდილობს დაამტკიცოს, რომ იგი ნაცისტებთან არ თანამშრომლობს.
28 თებერვალი
დღევანდელ კინოჩვენებაზე შემოთვაზებული იყო 2008 წელს გადაღებული ფილმი "ბიჭი ზოლიანი პიჟამაში", რომლის დევიზია: "საზღვრები გვყოფენ, მაგრამ იმედი გვაერთიანებს."
დღეს 21 თებერვალს კინოჩვენებაზე განვიხილეთ რეალურ ფაქტებზე გადაღებული ფილმი ,,12 წელი მონოშასი
სოლომონ ნორტაპი იყო დაქორწინებული და კარგად განათლებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში, როდესაც ორმა ადამიანმა შესთავაზა მიმზიდველი სამუშაო ვაშინგტონში. ჩამოსვლისას, მას იტაცებენ და ის ხდება მონა.ფილმის ნახვის მერე მსწავლეებმა მამოთქვეს საკუტარი ემოციები და მოეწყო მცირე დისკუსია
14 თებერვალი
რუანდა, აფრიკის პატარა სახელმწიფო, მსოფლიომ 1993 წლის უპრეცედენტო გენოციდის შემდეგ გაიცნო. ქვეყანა, სადაც ორი ეთნოსი – ტუტსი და ჰუტუ – ცხოვრობდა, 1916 წლამდე გერმანიის კოლონია იყო; პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ მისი მართვის უფლება ბელგიას გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ტუტსი უმცირესობას წარმოადგენდა, ის ყოველთვის პრივილეგიებით სარგებლობდა. კოლონიზატორებმა იგივე პოლიტიკა გააგრძელეს, შეინარჩუნეს ტუტსის სამეფო და მას დაუქვემდებარეს ჰუტუ, რაც დაუსრულებელი ეთნიკური კონფლიქტის მიზეზი გახდა. 1959 წელს დაწყებული ჰუტუს აჯანყება ტუტსის მონარქიის დამხობით, ათასობით ადამიანის სიკვდილითა და მასშტაბური ემიგრაციით დასრულდა.
ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებში მოეწყო მცირე დისკუსია ფილმში ასახული ფაქტების სესახებ, მოსწავლეებმა გამოთქვეს თვიანთი მოსაზრებები და გამოიტანეს დასკვნები
გაერთიანებული ორგანიზაციის წესდების პირველი თავის პირველივე მუხლში ვკითხულობთ: „ ორგანიზაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას და ამ მიზნით გაატაროს ეფექტური კოლექტიური ზომები მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული საფრთხის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად“. წესდება მრავალი გვერდისა და მუხლისაგან შედგება, თუმცა მისი მთავარი მიზანია მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა. რუანდაში ეს პრინციპი დაირღვა. მშვიდობის შესანარჩუნებლად არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა, მაშინ როდესაც გაეროში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები პროცედურული საკითხებით იყვნენ დაკავებულნი, შორეული აფრიკის პატარა ქვეყანაში სახელმწიფო რადიო ჰუტუს წარმოამდგენლებს მოუწოდებდა ტარაკანებივით გაესრისათ მათი მეზობელი ტუტსი. მართალია, გენოციდიდან 20 წლის შემდეგ პან გი მუნი იტყვის, რომ გაერომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რუანდასთან დაკავშირებით, მაგალითად საერთაშორისო ტრიბუნალის ამოქმედება და დამნაშავეთა გასამართლება, თუმცა რამდენიმე ორგანიზატორის დასჯა ნამდვილად არ არის უამრავი ბავშვის დაღვრილი სისხლის ტოლფასი და არც სამოქალქო დაპირისპირებათა შემაჩერებელი ფაქტორია. ძალადობა და ეთნიკური წმენდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამჟამადაც გრძელდება…
7 თებერვალი 2019 წ. დღევანდელი ფილმის თემა ,,სელმა"
ფილმის ჩვენების მერე მოსწავლეებში მოეწყო ფილმის განხილვა და მცირე დისკუსია
დღევანდელი ფილმის თემა ,,სელმა" რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით არის გადაღებული და ეხება მარტინ ლუთერ კინგის ისტორიული გამოსვლას.
ორმოცდაათი წლის წინ მარტინ ლუთერ კინგის გამოსვლამ ამერიკის ისტორიის შეცვლა შეძლო 50 წლის წინ მარტინ ლუთერ კინგი წინ მიუძღოდა დემონსტრაციას, რომელმაც ამერიკელების ცხოვრება შეცვალა. 1963 წლის 28 აგვისტოს მან თავის ისტორიული სიტყვა წარმოთქვა „ მე მაქვს ოცნება“ და ვაშინგტონში აქციაზე მყოფ 250 ათასზე მეტ ადამიანს მიმართა. ეს ღონისძიება ამერიკის ისტორიისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი კრის სიმკინსი ამერიკის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხალხმრავალი აქციის შესახებ მოგვითხრობს. ქვეყნის სხვადასხვა შტატიდან ვაშინგტონში ჩამოსული ორას ორმოცდაათიათასზე მეტი ადამიანი დემონსტრაციაზე თანასწორი უფლებების დასაცავად და სამუშაო ადგილების მოთხოვნით გამოვიდა. ეს აქცია ქვეყანაში არსებული რასისტული ჩაგვრის ფონზე გაიმართა. მაშინ ამერიკაში აფრო-ამერიკელების დისკრიმინაციის შემცველი კანონები მოქმედებდა. ჯესი ჯექსონი ამბობს, რომ მარტინ ლუთერ კინგს ამ დემონსტრაციის სიმბოლურობასთან დაკავშირებით ნათელი ხედვა ჰქონდა. ჯესი ჯექსონი: მისი ოცნების გამომხატველი სიტყვა ყველა იქ მყოფი ადამიანის სურვილს გამოხატავდა. და მათ საკუთარი უფლებების დასაცავად უფრო მეტ შემართებას აძლევდა. ისინი, ვინც ამ აქციას ესწრებოდნენ, ამბობენ რომ აქციაზე სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ბევრი ისტორიკოსი თანხმდება იმაში, რომ ამ დემონსტრაციას ჰქონდა ძლიერი მუხტი იმისთვის, რომ ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაცია დამთავრებულიყო. მაშინდელი აქციის მონაწილე უილიამ ბლუ ამბობს, რომ ამ ღონისძიებამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. უილიამ ბლუ: ქვეყნის ისტორიაში პირველად, ყველამ ერთად შეკრება შეძლო, და ერთხმად განაცხადა ის, რაც სურდა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი იყო რაც მანამდე არ მომხდარა. ამ შეკრებაზე მარტინ ლუთერ კინგმა თავის ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ამერიკის მჭერმეტყველების ისტორიაში საუკეთესო გამოსვლად შეფასდა. მარტინ ლუთერ კინგი: მე მაქვს ოცნება, რომ ყველა ადამიანი თანასწორი იყოს. მარტინ ლუთერ კინგმა თავის გამოსვლაში აფრო-ამერიკელების ჩაგვრისა და დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მარტინ ლუთერ კინგი: ეს ლაქა ამერიკამ უნდა მოიშოროს, და ქვეყანას ეს ძალიან სჭირდება ახლა. ყველაზე ამაღელვებელი კინგის გამოსვლაში ის ნაწილი იყო, როდესაც ის ამერიკელ ხალხს საკუთარი მისწრაფებების შესახებ ესაუბრებოდა. მარტინ ლუთერ კინგი: ჩემი ოცნებაა, რომ ერთ დღეს ჩემი ოთხი შვილი იცხოვრებს ქვეყანაში, სადაც მათ არა კანის ფერის გამო, არამედ მათი ბუნების გამო განსჯიან. ეს არის ჩემი ოცნება დღეს. კონგრესმენი ჯონ ლუისი, რომელიც ამ ისტორიულ აქციას ესწრებოდა, აცხადებს რომ მარტინ ლუთერ კინგის სიტყვა ამაღელვებელი იყო. ჯონ ლუისი: მან ეს ლინკოლნის მემორიალის მარმარილოს საფეხურები თანამედროვე ლიდერის კათედრად გარდაქმნა. მან განაცხადა, რომ მისი ეს ოცნება რომელზეც ისაუბრა, ამერიკულ ოცნებასთან ღრმა კავშირშია. მარტინ ლუთერ კინგი: ჩემი ოცნება ამერიკულ ოცნებასთან ძლიერ არის დაკავშირებული. ჩემი ოცნებაა, რომ ხალხის ნებამ თავის საწადელს მიაღწიოს და ამ დევიზის მნიშვნელობა გამართლდეს. დიკ მაილსი ამ აქციაზე მოსულ ბევრ თეთრკანიან მხარდამჭერს შორის იდგა. დიკ მაილსო: ბევრი არ მოელოდა რომ კინგის გამოსვლა ასეთი შთამბეჭდავი იქნებოდა. მისმა სიტყვებმა ყველა ადამიანის გულისნადები გამოხატა. ვაშინგტონის მარშის დროს მარტინ ლუთერ კინგმა ამერიკელებს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა.
მარტინ ლუთერ კინგი: თავისუფლება, თავისუფლებისთვის საბოლოო ბრძოლა. უფალი დიადია, ადამიანები საბოლოოდ უნდა გათავისუფლდნენ. ჯონ ლუისი იხსენებს, რომ დემონსტრაციის შემდეგ სამოქალაქო უფლებების დაცვის ლიდერები თეთრ სახლში პრეზიდენტმა კენედიმ მიიღო. ჯონ ლუისი: შუადღეს ისინი თეთრ სახლში პრეზიდენტმა კენედიმ მიგვიპატიჟა. ეს ძალიან საამაყო ფაქტი იყო, რაც უდავოდ კინგის გამოსვლამ გამოიწვია. კენედიმ თითოეულ მათგანს უთხრა რომ კმაყოფილი იყო ამ აქციით, შემდეგ კი კინგს მიმართა, რომ მისი ოცნება ასრულდება. მარტინ ლუთერ კინგი: ეს დემონსტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა ადამიანის და სამოქალაქო უფლებების დაცვის შესახებ გამართულ დემონსტრაციებს შორის ისტორიკოსები ამ დემონსტრაციას ახასიათებენ, როგორც ყველაზე მშვიდობიან და წარმატებულ მსვლელობას, რომელმაც ამერიკის ისტორია შეცვალა