ჩვენს შესახებ




სსიპ.მცხეთის მუნიციპალიტეტის,ციხისძირის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის ნათია შიბდიროვის    
                            დასრულებული  საწრეო მუშაობის
                                               ანგარიში                                         

                                 
ძალიან დიდიმნი შვნელობა აქვს ფილმის ჩვენებებს და დისკუსიებს ბავშვების კულტურული განვითარებისთვის. მსგავსი დისკუსიები ზუსტად იმისთვის არის საჭირო, რომ ბავშვებმა ილაპარაკონ, ისინი თვითონ მივიდნენ ყველა საჭირო დასკვნებამდე, განსხვავებული კუთხით დასვან ის კითხვები, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულან
      სწორედ ამიტომ  სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერების მიზნით 2019 წლის იანვარში შევქმენ  სამოქალაქო განათლების ,,კინო კლუბი“ რომელის ფუნქციონირება მხოლოდ ნახევარ სემესტრს მოიცავდა 2019 წლის იანვრიდან 6 ივნისამდე.   წრის შესახებ ინფორმაცია მოსწავლეებს გავაცანი როგორც პირადი შეხვედრების საშვალებით ასევე სოციალურ ქსელებიდან, კლუბში გაწევრიანების ელექტრონული ბმული   ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებული მოსწავლეებისათვის(მე-9-10კლასები). ჩვენება კვირაში ერთხელ ხუთშაბათ დღეს ეწყობოდა გაკვეთილების შემდეგ. სემესტრის მანძილზე ნაჩვენები იყო 15 ფილმი. ყველა ფილმის თემა ეხმიანება სამოქალაქო განათლების სასწავლო თემებს.კინოჩვენებაზე სხვადასხვა თემატიკის ფილმები იყო წარმოდგენილი, მათ შორის - ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ რეჟიმებზე, რასიზმზე, მიგრაციასა და კონფლიქტებზე. ფილმის ჩვენების შემდეგ ეწყობოდა ფილმის განხილვა, გაანალიზება ფილმში წარმოდგენილი ფაქტების შესახებ და  მცირე დისკუსია.  აქედან    გამომდინარე  ჩემი მიზანი იყო  მოზარდ თაობებში კინოჩვენებების საშვალებით აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების წარმართვა. რაც ხელს შეუწყობს ანალიტიკური ზროვნებისა და აუდიო-ვიზუალური ნაწარმოებების  ანალიზის უნარჩვევებს.
მოსწავლეებისათვის  შესასწავლი საკითხის უკეთ ათვისებისათვის,   გააზრებისათვისესგით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების დაძლევის მიზნით ფილმების შესარჩევად გამოვიყენე  ელექტრონული რესურსი ,,სამოქალაქო განათლება ყველასათვის
 წრის მუშაობისას აღინიშნებოდა მოსწავლეების დიდი მონდომება და ინტერესი, მათი მოთხოვნილებები, საჭიროებები . სამოქალაქო განათლების წრეს ძირითადად ესწრებოდა IX – X კლასისი მოსწავლეები.
დაგეგმილი აქტივობების(დისკუსიები ფილმების ჩვენების შემდეგ და  პრეზენტაციები) განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, გაუმჯობესდა წრეში მონაწილე   მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარება; ხელი შეუწყო  შეძენილი  ცოდნის განმტკიცება - გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;
  რაიმე სერიოზული დაბრკოლების წინაშე არ აღმოვჩენილვართ, რამეთუ მუშაობა მიმდინარეობდა გაწერილი   სამუშაო განრიგის მიხედვითყველაფერი დროში იყო გაწერილი, მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა რომ მსგავს სამუშაოს უფრო მეტი დრო სჭირდება(  ფილმის ნახვის შემდგომი დისკუსიებისთვის). ანალოგიურ შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსათვის მეტ დროს გამოვყოფ. ასე, რომ პროგრამის სამუშაო განრიგის მოდიფიცირებას მომავალში დროის მიხედვით განვახორციელებ.
  ჩემი აზრით, მიზანი მიღწეულია, ამ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესი დაკმაყოფილებულია . განხილული საკითხები/დამუშავებული თემები მოსწავლეებს ეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში, განხორციელებული აქტივობები საინტერესო  იყო მოსწავლეებისათვის.



                                         

Комментариев нет:

Отправить комментарий

23 მაის  კინო ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო დრამა ,,მე მქვია სემი" სემის გოგნებრივი განვითარება შვიდი წლის ბავშვის დონეზე შეჩ...